ზაალ უდუმაშვილი – შეთანხმების ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ კრიზისი დაიძლია

ის, რომ შეთანხმებას გუშინ მოეწერა ხელი, საერთოდ არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლია. არც იმ შემთხვევაში ექნებოდა მნიშვნელობა, სრულ სპექტრს რომ მოეწერა ხელი, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა მაშინ, როდესაც ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული პუნქტები იქნება შესრულებული.

„ის, რომ ხელმოწერა არის დაფიქსირებული, ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვართ მომსწრე იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწერია ხელი, პირობა მიუცია საზოგადოებისთვის და შემდეგ არ შესრულებულა. ამიტომ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როდესაც იქნება ხელმოწერები ამ შეთანხმებაზე სრულად ოპოზიციური სპექტრის და რეალურად დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – სალომე სამადაშვილის პოსტიდან რა აზრიც გამოვიტანე, მან დატოვა პარტია
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე – იმედი მაქვს, 15 მაისის აქციის გამართვა საჭირო არ გახდება