„ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ფრენებს 18 აპრილიდან ანახლებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია „ვიზეარს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

შედეგად, 18 აპრილს „ვიზეარი“ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირის ზრდა იგეგმება.

მაისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს, ხოლო ივნისიდან, არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე. პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – არ მოვაწერთ ხელს დოკუმენტს, თუ ნიკა მელია ციხეში იქნება
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა