უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბაგების დასახლებასა და წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები რამდენიმე აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც თბილისში, ბაგების დასახლებასა და წყნეთში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული.
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს წევრებმა მურმან კვარაცხელიამ, თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
ჰუმანიტარული დახმარების აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა სოფელ რიყეში სტუმრად მყოფი ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა