უკრაინაში საქართველოს ელჩი დააბრუნეს

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა.  ელჩი კიევში 21 აპრილს ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდა.

“ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე.

შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მათივე ინფომრაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას ემიჯნება
შემდეგი სტატიაბოკერია – უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება, ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი დავამარცხოთ