“წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო”-ბაჩალიაშვილის დედა შსს-ს განცხადებას ეხმაურება

“წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო”-ასე ეხმაურება თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი,შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,რომელშიც წერია ,რომ  ტექსტი “ანგარიშზე თანხაა, გამოიყენეთ” თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილია.

როგორც გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა, წერილს მისი შვილი საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაწერდა.

“წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო. ეს ერთ და ორ დღეში არ ყოფილა, ხდებოდა თვეების განმავლობაში, ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება. ისიც იყო გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ჩემს შვილს ანგარიშზე თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი ისედაც გამოვიყენებდით თანხას, არ დაწერდა”, – ამბობს თამაზაშვილი.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, თანხა,რომელიც ანგარიშზე იყო, ბაჩალიაშვილი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის აგროვებდა.

“ზეგ-ის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომ საზღვარგარეთ ასეთი სამსახური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქ,მაგრამ აქაურობისთვის ნორმალური თანხაა. ჩემს შვილს არაფერში ვახარჯინებდი ფულს და მარტო პირადი ცხოვრებისთვის იყენებდა თანხას. დანარჩენ ფულს აგროვებდა, რადგან ევროპაში მაგისტრატურის გავლა უნდოდა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკანასკნელ ორ დღეში მეორე განცხადებას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ფურცელი წარწერით – “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” – ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და წარწერაც მის მიერ არის შესრულებული.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე-სოციალური დახმარება ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი- თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით განახორციელა