თურნავა – WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს

“WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს ქუთაისის აეროპორტში, ამ მომენტის ინფორმაციით ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა.

მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია – WIZZAIR ABU DABI და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთაისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით.

მთლიანობაში, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება დაახლოებით 200 ფრენა კვირაში”- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე – მედიაცია შედგა, ახლა მთავარია, ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა – დაკავებულია ერთი პირი