თურნავა – საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში “პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“, სადაც თქვა, რომ საქართველო კვლავ ხდება მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის.

“პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში” . – ამბობს ნათია თურნავა

კონფერენციაში ასევე მოხსენება გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საბირ ლალმა, აგრეთვე უზბეკეთის ფინანსთა მინისტრმა ტიმურ იშმეტოვმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში პიტერ ბურიანმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია – ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევდი
შემდეგი სტატიავახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება