თუკი უკრაინას ნატოში არ მიიღებენ, ის იძულებული იქნება ბირთვულ სტატუსზე იფიქროს

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა დასავლეთს მოუწოდა უკრაინას თანამედროვე შეიარაღება მიაწოდოს და ნატოში გააწევრიანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა იძულებული იქნება ბირთვული სტატუსის აღდგენაზე იფიქროს – მან ეს განცხადება ხუთშაბათს გერმანულ რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა. ელჩმა სიტუაციას, რომელიც ახლა უკრაინაშია, “კატასტროფული” უწოდა.

“ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 90 ათასი რუსი ჯარისკაცი და მათი შეიარაღებული სისტემებია საზღვარზე, ყირიმსა და დონბასში განთავსებული და ეს მხოლოდ კუნთების თამაში არ არის. ჩვენ საქმე გვაქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსული ჯარების ყველაზე მსხვილ გადაადგილებასთან” – დიპლომატმა განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ უკრაინამ თავი დაიცვას მას არა მხოლოდ დასავლეთის სოლიდარობა სჭირდება, არამედ, ყველაზე თანამედროვე შეიარაღება.

“ჩვენ გვინდა არა მხოლოდ კარგი სიტყვები. ჩვენ გვინდა სამხედრო მხარდაჭერა… ჩვენ გვინდა თანამედროვე შეიარაღების სისტემები” – დიპლომატმა თქვა.
ელჩის განცახდებით, უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ნატოს წევრი, იმისთვის, რომ რუსულია გრესიისგან თავი დაიცვას, სხვანაირად კიევს დღის წესრიგში ატომური სტატუსის დაყენება მოუწევს. “უკრაინას სხვა გამოსავალი არა აქვს. ან ჩვენ ვხდებით ისეთი კავშირის წევრი, როგორიც ნატოა და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ევროპის გაძლიერებაში, ან სხვა ვარიანტია – თვითონ შევიარაღდეთ და შესაძლებელია, ვიფიქროთ ბირთვულ სტატუსზე. სხვანაირად როგორ უნდა დავიცვათ თავი?” – განაცხადა დიპლომატმა – უკრაინული “ევროინტეგრაცია” წერს.

banner
წინა სტატიაშიკანადელი დეპუტატი ონლაინ შეხვედრაზე შიშველი გამოჩნდა
შემდეგი სტატიაფინეთის პრეზიდენტმა პუტინის შემდეგ ზელენკისთან ისაუბრა