The Washington Post: “ესკალაციამ, შესაძლოა, მოსკოვის სასარგებლოდ იმუშაოს”

“ქართული ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, ამით სამხრეთ კავკასიის ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება” – ასე სათაურდება The Washington Post-ის სტატია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და დაძაბულ პოლიტიკურ ატმოსფეროს შეეხება.

WP წერს, რომ არეულობა რუსეთის საზღვრებზე განვითარებული ცვლილებების ნაწილია.

“აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროტესტი გრძელდება ბელარუსში, ამასთან, ყირგიზეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში მესამედ ვიხილეთ რევოლუცია…”

გამოცემა საქართველოს აფასებს ზემოთ დასახელებულ ორ სახელმწიფოზე მეტად დემოკრატიულ ქვეყნად, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. თუმცა იქვე ყურადღებაა გამახვილებული, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს ევროატლანტიკურ გზაზე ბოლოდროინდელ მოვლენებს.

“სამშაბათის ესკალაციამ, შესაძლოა, მოსკოვის სასარგებლოდ იმუშაოს და დააშოროს თბილისი ძლიერ დასავლელ პარტნიორებს. ბოლო წლების განმავლობაში აშშ საქართველოს ლიდერებთან გაგზავნილ წერილებში სწუხდა, რომ “ქართული ოცნების” ზოგიერთი ქმედება უკან გადადგმული ნაბიჯი იყო”

სტატიაში აღწერილია, რა გზა განვლო საქართველომ ოქტომბრის არჩევენებიდან დღევანდელი დღის ჩათვლით – ვკითხულობთ, რომ ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მილიარდერმა ივანიშვილმა დატოვა “ოცნების” თავმჯდომარის პოსტი, ენმ-მ ახალი ლიდერი აირჩია, საბოლოოდ კი პრემიერმინისტრმა დატოვა თანამდებობა, რასაც WP სიურპრიზად აფასებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ღარიბაშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ოპოზიცია აყენებს ორ მთავარ საკითხს – „პოლიტპატიმრების, როგორც მელიას, ისე რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები