თამარ გაბუნია: ამ დროისთვის ქვეყანაში 3 435 თავისუფალი საწოლია

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში, ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული საწოლების დემობილიზაციის შესახებ შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაუგზავნა და დაახლოებით 400-ამდე საწოლი, 1-ელი თებერვლიდან უკვე გამოეთიშება და დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: „ქართული ოცნება“ მზად არის, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს
შემდეგი სტატიაელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის – კაპანაძე