შაქარაშვილის საქმე – “კაწრომ” მედიას უჩივლა

ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე “კაწრომ” “მთავარი არხისა” და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.
ადვოკატ თამარ აბესაძის თქმით, ტელეკომპანიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რეპუტაცია შელახა.

აბესაძრ არ გამორიცხცავს, რომ უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

“დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მეშვეობით.ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ დასკვნას”, – აღნიშნა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს