საქართველოში ერთპარტიულმა პარლამენტმა და მეორედ დასმულმა პრემიერმა ოფიციალურად დაამკვიდრა დიქტატურა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში განცხადება გამართა. თემურ ბასიალაიას თქმით, ახლა ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

“საქართველოში ერთპარტიულმა პარლამენტმა და მეორედ დასმულმა პრემიერმა ოფიციალურად დაამკვიდრა დიქტატურა, უზრპირებულია ყველა უწყება და ამით აქვს მცდელობა წერტილი დაუსვას სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. სამწუხაროდ პოლიცია ოფიციალურად იქცა მათი აგრესიული გადაწყვეტილებების იარაღად და გავიდა ხალხის სამსახურიდან.
ოპოზიციური პარტიის ოფისზე ,,შტურმი” არ იყო კონკრეტულად პერსონის დაკავების აქტი, ეს იყო თავდასხმა, როდესაც სრულიად განადგურდა ოფისის ტექნიკური ინვენტარი, მოპარულ იქნა სერვერები, ლეპტოპები, გაიძარცვა საარქივე მასალა, მოწამლეს მხუთავი გაზით ხალხი მასობრივად, რაც ცხადყობს ამ ოპერაციის მიზესს და დამკვეთ მხარეს. მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ყველა, ვისაც აწუხენს ყოველივე, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ყოფა უნდა დადგეს ერთად. დღეიდან არ არსებობს არცერთი ოპოზიციური სუბიექტის ოფისებთან პარტიული კუთვნილების აბრევიატურა. დღეიდან ყველას აქვს ერთი აბრევიატურა – ,,ერთიანი ეროვნული ფრონტი!” . ყველანი ერთად ვირაზმებით გამარჯვებისათვის , რომ უარი უთხრათ მონობას, ქვეყნის ჩამოქცევას და კრიზისს. თავისუფალი ხალხის ნება და არჩევანი უნდა აღსრულდეს”- განაცხადა თემურ ბასიალაიამ

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ქართული დემოკრატიის ყველა მეგობარი უნდა შეიკრიბოს მათ გარშემო, ვინც ახლა მხარს უჭერს მას
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ელჩებთან შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილა