საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Twitter გვერდის მეშვეობით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას ეხმაურება: „გუშინდელ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, ასევე მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციასთნ“ დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან“ – განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.

banner
წინა სტატიაში“როდესაც ვიცით ყველამ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში, “მთავარი არხი” აკეთებს სიუჟეტებს თუ როგორ ყვავის დემოკრატია ცხინვალში”
შემდეგი სტატიადიეგო კოლასი: „ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის