სააკაშვილი: საქართველოში უკვე მოკლეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მე ამის არ მეშინია

“საქართველოში უკვე მოკლეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ხელიც არ აუკანკალდებათ ივანიშვილს და მის დამქაშებს მეორეჯერ ამის გაკეთების, მე ამის არ მეშინია”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში რეფერენდუმის წინ ჩამოვა.

“მე არასდროს არ მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ და ახლა ვამბობ კონკრეტულად – ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, აუცილებლად ჩამოვალ, დავჯდები თვითმფრინავზე თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. მე ვიქნები საქართველოში.

ჩვენს მომხრეებს, რომელიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მინდა ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები. მე მზად ვარ, ისევე, როგორც მზად იყო ამისთვის ნიკა მელია, ყველანაირ რისკზე წავიდე პირადი თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის. საქართველოში უკვე მოკლეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ხელიც არ აუკანკალდებათ ივანიშვილს და მის დამქაშებს მეორეჯერ ამის გაკეთების, მე ამის არ მეშინია, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს და არ შემიძლია, შორიდან ვუყურო”, – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი: ვხედავ, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაექცეს ამ პასუხისმგებლობას
შემდეგი სტატიასააკაშვილი სამადაშვილზე: არაკოლეგიური იყო, ერთპიროვნულად არავინ არაფერი არ უნდა გააკეთოს