რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი მზადაა, დაუშვას სადამკვირვებლო მისიები იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის არსებული „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებთან შეუთავსებელ პოზიციაზე და უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ფრენების დაშვებას

დღეიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებსრუსეთი მზადაა, დაუშვას სადამკვირვებლო მისიები საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის არსებული „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებთან შეუთავსებელ პოზიციაზე და უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ფრენების დაშვებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

კითხვაზე, რატომ არ უშვებს რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის 10-კილომეტრიან ზონებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „თავად შეკითხვა შეიცავს პრობლემას, რადგან ასახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის როგორც საქართველოს რეგიონების დასავლურ გაგებას“.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ უნდა შეესრულებინა „ღია ცის შეთანხმების“ მეოთხე სტატიის მეორე ნაწილის მეორე პუნქტის დებულებები, რომელიც ითვალისწინებს, რომ სადამკვირვებლო ფრენები ხორციელდება არაწევრი სახელმწიფოს საზღვრიდან მინიმუმ 10 კილომეტრის მოშორებით.

„ამ გზით, პრობლემის სათავეს აქვს პოლიტიკური ხასიათი. აშკარაა, რომ პოლიტიკური უთანხმოება ვერ მოგვარდება „ღია ცის შეთანხმების“ დებულებების გათვალისწინებით. ეს ამას არ მოიცავს.

ამასთან , 10-კილომეტრიანი ზონების ფართობი მცირეა (ის მხოლოდ რუსეთის ტერიტორიის 0.02 პროცენტს შეადგენს) და ტექნიკური თვალსაზრისით სადამკვირვებლო აპარატურის სხვადასხვა კონფიგურაციების გამოყენებით შესაძლებელია, გარანტირებულად მიიღო ზემოაღნიშნული ზონების გამოსახულება ტერიტორიაზე შეღწევის გარეშე.

ამასთან, საქართველოს მთლიანი ტერიტორია, რუსეთის ღია ცის მისიებისთვის და ასევე მრავალეროვანი მისიებში რუსეთის მონაწილეობით ხელმისაწვდომი არ არის. ამით საქართველო არღვევს „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებებს, იმის შესახებ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნების სადამკვირვებლო ფრენებს სხვა მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე და რომ ყველა მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები. როგორც ჩანს, არც აშშ და არც შეთანხმების შესრულებისთვის მებრძოლი სხვა სახელმწიფოები არ შეშფოთდნენ ამ დარღვევით, როცა საქართველოს დესტრუქციული პოზიციის გამო, 2018 წელს „ღია ცის შეთანხმების“ ფარგლებში არც ერთი სადამკვირვებლო ფრენა არ იყო განხორციელებული. ცხადია, მიუხედავად „ღია ცის შეთანხმების“ მნიშვნელობაზე ხმამაღალი განცხადებებისა, ისინი მზად არიან, უარი თქვან შეთანხმებაზე, რათა თბილისის პოლიტიკურ ამბიციები გაამყარონ და უბიძგონ რუსეთთან კონფრონტაციისკენ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათივე თქმით, სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანისა და შეთანხმების შესანარჩუნებლად 2018 წლის აპრილში რუსულმა მხარემ კავკასიაში რუსული საზღვრების გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა.

„ამავდროულად, დავიტოვეთ უფლება, დავბრუნებოდით ამ საკითხს მომავალში და გავაფრთხილეთ, რომ ჩვენი ნებართვა ზემოაღნიშნულ ზონებში სადამკვირვებლო ფრენებზე გამხდარიყო მუდმივი, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ პირობით, თუ საქართველო კეთილსინდისიერად შეასრულებდა რუსეთის მისიის მიღებაზე საკუთარ ვალდებულებებს. ეს რუსეთის განცხადების განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, თბილისის დესტრუქციული პოზიცია ამ დრომდე არ შეცვლილა. შედეგად, რუსეთს მოუწია უარი ეთქვა 2019 წლის აპრილში, ჩვენს ტერიტორიაზე შვედეთის, გერმანიისა და აშშ-ს ერთობლივი მისიისთვის, რათა განეხორციელებინათ სადამკვირვებლო ფრენა 10-კილომეტრიან ზონებში.

„ღია ცის შეთანხმების“ სადამკვირვებლო ფრენების განახლება 2019 წელს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც საქართველოს დესტრუქციული პოზიციით იყო გამოწვეული, შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლიანი მიდგომის გამო. ჩვენ არ მოვითხოვეთ საქართველოს ტერიტორიაზე ფრენის განხორციელების კვოტა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება გვქონდა.

რუსეთი მზადაა, დაუშვას სადამკვირვებლო მისიები ზემოაღნიშნულ ზონებში, იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის არსებული „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებთან შეუთავსებელ პოზიციაზე და უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ფრენების დაშვებას.

2018 წელს გამოქვეყნებულ, იარაღის კონტროლის, განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებულ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მხარეთა პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით, სადამკვირვებლო ფრენების დაშვებასთან პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ ეს ტექნიკური ვარიანტი განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მისაღები.

მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს არ მოახდინონ „ღია ცის შეთანხმების“ პოლიტიზება და ითანამშრომლონ არსებული პრობლემის მოგვარების გადაწყვეტისთვის“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიალელა აქიაშვილი – ყოვლად მიუღებელია ოჯახში ძალადობის საქმის დეტალების საჯარო ქილიკის საგნად ქცევა, ან ოჯახში ძალადობის ნებისმიერი მხარის საჯარო ბულინგი