რუხაძე: ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რომ გიორგი მუმლაძე 5 წლით არ მოხვდეს “ოცნების” საპყრობილეში

“ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რომ გიორგი მუმლაძე 5 წლით არ მოხვდეს “ოცნების” საპყრობილეში”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა.

რუხაძის თქმით, დღევანდელ დღეს აქციებზე აქტივისტებს არაერთხელ გაუსწორდა მოქალაქეებს, რაც მისი შეფასებით მოქალაქეების დაშინების მცდელობას ემსახურება.

“ის მოვლენები, რაც განვითარდა შსს-თან არ არის ერთჯერადი ფაქტი. მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ, როგორ უსწორდებიან სამოქალაქო აქტივისტებს კრიტიკული აზრის გამოთქმისთვის: ბათუმში ბულვარის დაცვის მიზნით, ქუთაისში ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებით. დღეს დილით ასევე დააკავეს მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან. ეს არის “ოცნების” ავტორიკრატიული პოლიტიკის საუკეთესო გამოვლინება. ცდილობენ დააშინონ მოქალაქეები, ვინც სახლიდან ადევნებენ თვალს მოვლენებს და შესაძლოა ქუჩაში გამოვიდნენ ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად, მათაც უგზავნიან მესიჯს, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ის, როგორ მოქმედებს რუსეთის ხელისუფლება რუსეთში, ბელორუსის ხელისუფლება და სამწუხაროდ საქართველო არ არის გამონაკლისი რუსულ ტალღაში.

დაგვრჩა ის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო და ადგილობრივი ტრიბუნა, გიორგი მუმლაძის დასაცავად, ის არაერთხელ იქცა პოლიციის მხრიდან მსხვერპლად. მისთვის უნდა მივაღწიოთ სამართლიანობას და არ დავუშვათ, რომ ის 5 წლამდე ვადით მოხვდეს “ქართული ოცნების” საპყრობილეში”, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშიკელი: შეშფოთებული ვიყავი მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” ირაკლი კიკნაველიძემაც დატოვა