რომელ ქალაქებში როდიდან განახლდება სკოლებში სწავლა

1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, მინისტრის განმარტებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ლი მარტიდან გაგრძელდება.

„15 თებერვალს მოხდება ეპიდსიტუაციის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე იქნება ჩამოსული, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება. ყველას გვინდა, რომ ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები 1-ელ მარტამდე ნარჩუნდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება
შემდეგი სტატიასისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო