“როდესაც ვიცით ყველამ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში, “მთავარი არხი” აკეთებს სიუჟეტებს თუ როგორ ყვავის დემოკრატია ცხინვალში”

როდესაც სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ დროს “მთავარი არხი” აკეთებს სიუჟეტებს თუ როგორ ყვავის დემოკრატია ცხინვალში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.

“როდესაც სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიბრძოლოთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად და ვიცით ყველამ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში, ამ დროს “მთავარი არხი” აკეთებს სიუჟეტებს თუ როგორ ყვავის დემოკრატია ცხინვალში. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული ნარატივი და რუსული რბილი ძალის გაგრძელება”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

“მთავარი არხის” ეთერში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეეხებოდა.

banner
წინა სტატიაში“საყმაწვილო შამათი მესამეთანრიგოსან ოპოზიციას” – კობახიძის მეტაფორები გახარიას გამოსვლაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა