რამიშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე: ეს არის კარგად ორგანიზებული მკვლელობა

“ეს არ შეიძლება იყოს თვითმკვლელობა, ეს არის მკვლელობა, ძალიან კარგად ორგანიზებული”. – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან ინფორმაცია, რითაც გამოძიებას შეეძლო გაეგო, თუ ვისთან ჰქონდა გარდაცვლილს ბოლო პერიოდში კონტაქტი, წაშლილია.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას კვალვ უნდობლობას უცხადებს და მასში FBI-ს ჩართვას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა – რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: თუ სოზარ სუბარს შეუძლია ტესტის ჩატარება, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილებმა?
შემდეგი სტატიათბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს