ფინეთის პრეზიდენტმა პუტინის შემდეგ ზელენკისთან ისაუბრა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ უკრაინელ კოლეგასთან ვალდიმირ ზელენსკისთან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულ მდგომარეობაზე ისაუბრა – უკრაინული მედია ფინულ Yle-ზე დაყრდნობით წერს. მათ ყირიმსა და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მდგომარეობის დეესკალაციის ვარიანტები განიხილეს. ფინეთის პრეზიდენტმა ზელენსკის განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

საული ნიინისტომ სამშაბათს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ისაუბრა. მან სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის გამწვავების გამო, რომელიც რუსული ჯარების გადაადგილებას ეხება. მან ასევე, მხარი დაუჭირა კონფლიქტის მოლაპარაკებებით მოგვარების გზას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში მას უკრაინაში მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშითუკი უკრაინას ნატოში არ მიიღებენ, ის იძულებული იქნება ბირთვულ სტატუსზე იფიქროს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა