პაატა იმნაძე – საქართველოში რეინფიცირების ერთ ერთი შემთხვევა ორთვე-ნახევარში დადასტურდა

ზედამხედველობა დამყარებული იყო 140 შემთხვევაზე, აქედან 100-მდე შემთხვევა ჩაითვალა ასე ვთქვთ, შესაძლო შემთხვევად. დღეისთვის დარჩენილია 19 შემთხვევა, მოძიებულია როგორც პირველადი, ისე განმეორებითი შედეგი „პისიარ“ ტესტის, რათა მოხდეს შტამების სეკვენირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „რეინფიცირებაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისვე თქმით, საქართველოში ერთ შემთხვევაში რეინფიცირება ორთვე-ნახევარში დადასტურდა.

„რაც შეეხება დროს, „რეინფიცირების“ შემთხვევებიდან ერთი იყო ორთვე-ნახევარში, ერთი დაახლოებით სამ თვეში და კიდევ ერთი შემთხვევა სამ თვეზე ცოტა მეტი ხსნის განმავლობაში. ეს მოვლენა არ არის ხშირი, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – მესამე ტალღა მთელ ქვეყანაშია დაწყებული