ოპოზიციამ არჩია, კიდევ ერთხელ მიეღოთ პოლიტიკური დარტყმები – მდინარაძე გახარიას გამოსვლაზე

ყველა იმ კითხვას, რაც ინტერპელაციის წესით დაისვა პრემიერ-მინისტრთან, ამომწურავი პასუხი გაეცა ორი დღის წინ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სინამდვილეში, ყველა იმ კითხვას, რაც ინტერპელაციის წესით დაისვა პრემიერ-მინისტრთან, ამომწურავი პასუხი გაეცა ორი დღის წინ. მიუხედავად ამისა, მათ არ მოხსნეს ეს კითხვები და არჩიეს, რომ კიდევ ერთხელ მიეღოთ პოლიტიკური დარტყმები. ამ რისკზე წავიდნენ და კი ბატონო, დღესაც მიიღებენ ამ პოლიტიკურ დარტყმებს, დარწმუნებული ვარ. სიმართლე არის იმ ხელისუფლების და იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ზრუნავენ ხალხზე სახელმწიფოს შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში. ტყუილის მხარეს ვერ იქნება საზოგადოებრივი განწყობა

დღესაც იქნება გუშინწინდელი დღის გაგრძელება, სადაც პრემიერ-მინისტრი ამომწურავ და დამაჯერებელ პასუხებს გასცემს ოპოზიციას,”- განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშივასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლედ დაინიშნა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – 25 ათასმა მოქალაქემ სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ბინები მშენებარეა და რომან გოცირიძე მთავაზობს, მოქალაქეები მიმეტოვებინა, ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ