ოპოზიცია 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს

ოპოზიცია 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან.

„მინდა, წარმოგიდგინოთ უახლოესი დღეების საპროტესტო ტალღის გეგმა. დღევანდელი პროტესტის შემდეგ, ჩვენ 2 მარტს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. 5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, რათა ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის. 9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რადგან ეს უწყება დღეს იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის ის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის სამსახური და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური. 11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ. 13 მარტს ამ აქციების ბოლოში ვიკრიბებით, კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით, ერთად, ბევრნი და რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაუგულავა – კანცელარია დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლოა