ნიკა მელია: ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს გაერთიანებული ოპოზიცია უნდა დაუპირისპირდეს რაც შედეგის მომტანი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ 2020 წლის არჩევნებთან და მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, იმის თქმა, რომ თუ საერთო მაჟორიტარულ ოლქებზე ვერ შევთანხმდით დავიღუპეთ და ბიძინა მოიგებს, წარმოუდგენელია.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს გაერთიანებული ოპოზიცია უნდა დაუპირისპირდეს რაც შედეგის მომტანი იქნება.

„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შეუწყობს ხელს რეალური ერთობის ჩამოყალიბებას. რა არგუმენტით უნდა თქვას რომელიმე ცალკე აღებულმა პარტიამ, რომ არ მინდა ამ ერთობაში შემოსვლა და ერთად ერთის ფორმატში წინააღმდეგობის მიღება. თუ ვინმესთვის ჩვენ ვიყავით ხელისშემშლელი ფაქტორი, ხომ აღარ ვართ?

პროპორციული არჩევნები რატომ გვინდოდა, რისთვის ვიკლავდით თავს ან ახლა რატომ, ვიკლავთ? მეტნაკლებად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაახლოებული საარჩევნო სისტემა მივიღეთ იმიტომ, რომ რამდენ ხმასაც მივიღებდით იმდენი წარმომადგენლობა გვქონოდა.

ცალკე აღებული ბიძინა ივანიშვილი კი არ მაღიზიანებს, ოლიგარქია და ოლიგარქი ყველა სახელმწიფოში იქნება ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, ამას ჩვენ თუ რეალურ ერთობას დავუპირისპირებთ იქნება გადასარევი.

მე ჩემ კოლეგებს, როდესაც მათ კითხვები გაუჩნდათ არ ვეთანხმებოდი, რომ თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით საერთო მაჟორიტარულ ოლქებზე დავიღუპეთ ბიძინა ივანიშვილმა მოგვიგოო, თითქოს ახლა ჩემზე მეტად, რომელსაც სამაჯური მადევს მე არ მინდა ივანიშვილის წაგება.

იმის თქმა, რომ თუ საერთო მაჟორიტარულ ოლქებზე ვერ შევთანხმდით დავიღუპეთ და ბიძინა მოიგებს, ამის თქმა წარმოუდგენელია.

იმასაც არ უნდა დაემსგავსოს საუბარი არცერთი პარტიისგან, რომ იცით რა 20 მანდატი შენ რომ გაქვს იქნებ ხუთი მე მომცე იმიტომ, რომ ცოტა მიჭირს ცოტა პატარა ვარ. საქველმოქმედო ფონდი ხომ არ ვართ? როდესაც ამბობენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დათმოს მანდატები, ჩვენ ცოცხალი ამომრჩევლები გვყავს და რა ჩემი ბრალია მეტი ამომრჩეველი ყავს ნაციონალურ მოძრაობას და მეტი შანსი გვაქვს გამარჯვების“, – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშისაკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: დიპლომატია გამოიყენეთ როცა ომის თავი არ გაქვთ, თუ გაქვთ ომის თავი იომეთ მოიგეთ