ნიკა გვარამია: “ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა!

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს საკუთარ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ეხმაურება. ის მადლობას უხდის ტელეკომპანია პირველს, გადაცემის ავტორს, ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.

დიდი მადლობა ტვ პირველს, რომელმაც ნიღაბი ჩამოაფხრიწა იმას, რაც ვიცოდით, მაგრამ სულ სხვა ეფექტურობით და სულ სხვა ემოციით მოიტანა ეს ყველაფერი ჩვენამდე. იქნებ, ამან ჩვენზე იმოქმედოს და იქნებ გამოგვაფხიზლოს ყველანი და გვათქმევინოს საკუთარი თავებისთვის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!მადლობა ამისთვის ტვ პირველს, მადლობა ნოდარ მელაძეს და განსაკუთრებით მაკა ჩიხლაძეს, ჟურნალისტს, რომელმაც ეს სიუჟეტი ამ სიმწვავით და ასე კარგად დამუშავებული მოიტანა ჩვენამდე, გაარკვია ყველაფერი რისი გარკვევაც მოახერხა, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ჩანაწერში არსებული რამდენიმე დეტალის გარკვევა “მთავარმა არხმაც” მოახერხა და ამაზე გადაცემის მიმდინარეობისას ისაუბრებს. “ჩვენც მოვასწარით, რა არის “ტრი ტრი”, ვინ არის ამიკო”.. ნიკა გვარამიას თქმითვე, ეს დეტალები მაყურებელს წარმოდგენას შეუქმნის, რომელ წელს არის ეს ჩანაწერი გაკეთებული.

რომელი წელია, ეს არაფერს ცვლის..ეს ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა, რომელიც პატარა ბავშვებთან გასწორებითაა დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების მეშვეობით, – ამბობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი.

 

https://youtu.be/YQqssQSx9sU

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტების აქციამ “ქართული ოცნების” ოფისიდან, მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა
შემდეგი სტატიათამო კეშელავა: კომპლექსიანი, პატარა კაცების ჩანაწერი მოვისმინე