რუსეთის განცხადება უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანის შესახებ დროული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ნატო სიტუაციის დაკვირვებას აგრძელებს – ალიანსის წარმომადგენლის კომენტარს Reuters-ი ავრცელებს.
“ნებისმიერი ნაბიჯი, რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი და დიდი ხნის მომწიფებულია. ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს და ყურადღებით ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან და მის ირგვლივ რუსული სამხედრო ძალების გაუმართლებელი ზრდისთვის თვალყურის დევნას” – ჩინოვნიკმა თქვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ ათობით ათას ჯარისკაცს დააბრუნებს დისლოკაციის ადგილზე. შესაბამისი ბრძანება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 22 აპრილს გამოსცა, სამინისტროს პრეს-რელიზშია ნათქვამი. ჯარის გაყვანა 23 აპრილიდან დაიწყება და 1 მაისს დასრულდება. ადრე ისინი დონბასის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში იყვნენ გადასხმული.