ნათელაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საბანკო ამბები აინტერესებთ, პოლიტიკოსებად არ დაბადებულან

“ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საბანკო ამბები აინტერესებთ, ესენი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, მოლაპარაკების პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით ეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ აშშ-ის ელჩს.

„პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს. უკვე საფრთხობელა ვიყავი იმ მოლაპარაკებებზე. ყველა მიყურებდა დიდი ეჭვით. როგორც კი წავიდოდა საუბარი, შედით პარლამენტში და სასამართლო რეფორმას ჩავატარებთ, მაშინვე ვდგებოდი და რაიმე იმისთანას ვამბობდი, რომ ჩაიშლებოდა ეს გეგმები. საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა საქმე, რომ რამდენიმე შეხვედრიდან გამომტოვეს და ისე უჩემოდ დაწერეს დოკუმენტი და პოსტ ფაქტუმ დამახვედრეს. ვინც ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მათ მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საბანკო ამბები აინტერესებთ, ესენი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან. „გირჩს“ აინტერესებს, სად უფრო გააბოლოს კარგად და მერე მარიხუანა დათესოს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „ახლა ისხდებიან პარლამენტში ის ოთხი „ლელოს“ წარმომადგენელი და იდვებიან ვითარცა მყუდვარნი“.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიაზალკალიანი: საქართველოს გარეშე რთული იქნება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა