ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის გრუნტიან მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის ბოლოში, სადაც მხოლოდ გრუნტის გზა იყო, ბეტონის საფარი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 3 კედელი მოეწყო, 508 გრძივ მეტრზე ბორდიური დამონტაჟდა და 2 541 კვ.მ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო.
რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ლომთათიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტი და ტალახი იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეებს საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 234 285 ლარი გამოყო.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – მართლა სამგლე გოჭებივით თუ ატყდებიან და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმის მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული სოფელ ზერტის მცხოვრები გათავისუფლდა