მურმან დუმბაძე – პარლამენტთან პოლიტიკური პარტიებისთვის არ მოვსულვართ, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, რა დროს პარტიებია

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-'ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები

პარლამენტთან პოლიტიკური პარტიებისთვის არ მოვსულვართ, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, რა დროს პარტიებია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ პარლამენტთან განაცხადა.

„მე აქ მოქალაქე მურმან დუმბაძე ვარ, არ ვიცი, პოლიტიკური პარტიებისთვის არ მოვსულვართ. აქ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, რა დროს პარტიებია. პარტია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს რაღაც ნაწილს, ნაწილით კი არ ვლაპარაკობ, მე ჩემი სულით ვლაპარაკობ, ჩემი ღირსებით ვლაპარაკობ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს.

როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს გააგრძელებენ.

ამასთან, პარლამენტთან კარვები გუშინაც გაშალეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა, გათბობა და აღნიშნავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.

banner
წინა სტატიაშიThe Washington Post – საქართველოს დემოკრატიამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან
შემდეგი სტატიაNCDC – ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება