მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან პირველი რესპუბლიკის მოვლენების ფოტოები გამოფინეს

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ გამართულ ღონისძიებაზე პირველი რესპუბლიკის ისტორიული მოვლენების ფოტო-გამოფენა მოაწყო “ევროპულმა საქართველომ”.

ასევე გამოფენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების რეპრესირებულ და დახვრეტილ დეპუტატების სურათები. 1921 წლის მარტში დამფუძნებელი კრების 139 დეპუტატიდან, ემიგრაციაში 31 წავიდა, საიდანაც საბჭოთა რუსეთმა ორი მოკლა. ქვეყანაში დარჩენილი 108 დეპუტატიდან კომუნისტურმა რეჟიმმა 51 სიკვდილით დასაჯა, 42 სხვადასხვა დროს იყო რეპრესირებული.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : ბატონ გახარიასთან უამრავი შეკითხვა გვაქვს
შემდეგი სტატიამიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება გლეხებისთვის – გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას მიმართავს