მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება გლეხებისთვის – გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეიმუშაოს ბრძანება, რომელიც მიწის რეგისტრაციის პროცესს გაუმარტივებს გლეხებს რეგიონში.
გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პროცესი შეფერხებულია მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რეგისტრაციის პროცესის გამარტივებაზე ისაუბრა.

„მიწის რეგისტრაციის პროცესი დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანი რამდენიმეეტაპიან პროცესზე საუბრობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წარმოადგენს შუამავალ რგოლს, მაგრამ დღეს გლეხი როცა მიმართავს რეესტრს და მუნიციპალიტეტს, საჯარო რეესტრში გაგზავნილი დოკუმენტაცია ადმინისტრაციულად დასადასტურებლად იგზავნება მუნიციპალიტეტში, ათასობით ასეთი განცხადებაა გაჭედილი. ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული – საჭიროა სამთავრობო აქტის გამოცემა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება შესული, მოხდეს შესაბამისი მოქმედება”, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან პირველი რესპუბლიკის მოვლენების ფოტოები გამოფინეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს