მინაშვილი მელიას შეხვდა – პოზიცია უცვლელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება თანაგუნდელი, აკო მინაშვილი შეხვდა.

“პოზიცია არ შეცვლილა, ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არ დაეთანხმება არავის მხრიდან გირაოს გადახდას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი, გამოსასყიდი, და მისთვის არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ამის გადახდა ნიშნავს, რომ მომავალში უნდა დაკანონდეს პოლიტიკური დევნა.

ასევე, წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია, თუ ერთი პოლიციელის ამნისტიაც იგულისხმება, იგი ამ აქტს ეწინააღმდეგება. მან განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ისტორიის გადაწერაში”, – თქვა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიმართება