მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დავით სურმავა განიხილება?!

“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით არ ამბობს ვინ იქნება ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. ასევე, გასაიდუმლოებულია რეგიონებში მერობის კანდიდატები. “ქართული ოცნების” ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის წევრები 2021 წლის თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა არჩევნების კანდიდატებზე მსჯელობენ. პოლიტსაბჭოს წევრების თქმით, გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში, საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს. “თაიმერისთვის” ცნობილი ხდება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ვინაობა და საკრებულოს მთავარი სამეული. მაშ ასე:

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დავით სურმავა განიხილება. საკრებულოს სამეული კი ასე გამოიყურება: ნათია ბჟალავა, ალექსანდრე გრიგალავა და ლევან  სურმავა. დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე გაბისონია კი “ოცნებამ” თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. “თაიმერის” ინფორმაციით, ალექსანდრე გრიგალავამ მყარი გარანტიები მიიღო მეგობარ გიორგი კობახიძისაგან, რომ ის გახდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ცნობისათვის, მარტვილში “ოცნებისთვის” ხალხი გიორგი კობახიძემ შეარჩია.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის სენატი რუსეთთან მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების მოწოდებას აკეთებს
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას ემიჯნება