მარინა ეზუგბაია : ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს გამოვლენილი 4 კორონავირუსით ინფიცირებულიდან ოთხივე იმპორტირებულია. პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიოთარ შარიქაძე : მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ვხედავთ ღიაობას აზრთა გაცვლასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიანათია თურნავა : ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს