მარინა ეზუგბაია – 11 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდებობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა, იყო 746 და ახლა არის 757 დადასტურებული შემთხვევა. ასევე 24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 576-დან 600-მდე. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 145 პაციენტი მკურნალობს

„11 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის ბოლნისის ცნობილი წყარო, დანარჩენი ცხრა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულები, ყველა ცნობილია. გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა. დადასტურებული პაციენტების კვლევა გრძელდება. კონტაქტირებულების კვლევა ტარდება კონტაქტის პირველი დღიდან დაახლოებით 14 დღის განმავლობაში. დაავადების გამოვლენის პერიოდი არის ერთიდან 14 დღემდე. ეს პაციენტები გამოკვლეული იყვნენ მე-13, მე-14 დღეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ისინი ბინაზე, იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისომხეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით რუსეთის მაჩვენებელს გაუთანაბრდა
შემდეგი სტატიაკორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება