მდინარაძე ელისაშვილ-იოსელიანზე: პოლიტპატიმრებზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებსა და მათ გათავისუფლებაზე საუბრობენ. მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„პირდაპირ გეტყვით, ასევე რომ პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ, აი, პირდაპირ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მოგიყვებით, რომ პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრებით, არჩილმაც თქვა და მეც იმავეს გაგიმეორებთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ და პოლიტპატიმარი არ არის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევადნელ მოცემულობასთან. ასეთი სქართველოში მთელი პასუხისმგელბობით გიცხადებთ, რომ არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ ვანიშვილი რუს სამხედროებს ოფიციალური თბილისის მიერ კონტრლირებად ტერიტორიაზე გამოექცა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: პლებისციტი არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდეს იურიდიულადაც აბსურდულია