ლელა ქებურია გახარიას გუნდზე – უნდა თქვან, რას ფიქრობენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლელა ქებურიას განცხადებით, გახარიამ და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს პოლიტიკური განაცხადი გააკეთეს, უნდა თქვან, რას ფიქრობენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე.

„იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად სერიოზული ძალაა, არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობაა დეპუტატებისა, ვინც „ოცნებას“ განუდგნენ, არის თუ არა საკმარისი რაოდენობა, რათა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადონ. მეორე მხრივ, რაც შეეხება გახარიას, გარდა იმისა, რომ გახარია გაექცა პასუხისმგებლობას, არ მოგვისმენია მისი არც ერთი მკაფიო პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას შეიძენს ძალიან მარტივი ტესტის ჩაბარების შემდეგ. გახარიამ და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს პოლიტიკური განაცხადი გააკეთეს, უნდა თქვან, რას ფიქრობენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე. ასევე გახარიას აქვს მარტივ კითხვაზე პასუხი გასაცემი, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისზე“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, ხობში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძე – პრემიერის დავალებით, ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა