ლაშა დამენია – არსებული პროტესტი „ქართულ ოცნებას“ იძულებულს გახდის, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან

დიდი ნიაღვარი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების ელჩების თუ სხვა თანამდებობის პირებისგან წამოვიდა, პროტესტი, რომელიც დღეს საქართველოშია, იძულებულს გახდის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, დაჯდეს კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს ცდილობენ, რათა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველო გამოვიდეს.

„ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობა არის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლების მეგობარი, არის ქვეყნის მეგობარი. ამიტომაც, ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა ამ ჩიხიდან, ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველო გამოვიდეს. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ამიტომაც არიან დაინტერესებული, რომ მოხერხდეს მოლაპარაკება.

სხვა გზა არ ექნება „ქართულ ოცნებას“, გარდა იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები შედგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, შეცვალოს გარემო და საარჩევნო შემადგენლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში, ვინაიდან დღეს არსებული პარლამენტი და დღეს არსებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ისინი იძულებული გახდებიან წავიდნენ დათმობაზე. დიდი ნიაღვარი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან თუ სხვა თანამდებობის პირებისგან წამოვიდა, პროტესტი, რომელიც დღეს საქართველოშია, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო გაღრმავდება, იძულებულს გახდის დღეს არსებული ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და დაჯდეს კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა დამენიამ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი გამოსავალი; ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზი იმ დროს გადალახა როდესაც მიითვისა ხელისუფლება და შეცვალა ის მდგომარეობა რაც ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით იყო ქართველი ხალხის ნება. ამიტომაც მას ის წითელი ხაზი უკვე გადალახული აქვს, მისი გაყალბებული არჩევნებითაც კი, უმრავლესობა არ აუღია. დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი გამოსავალი – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ქართველი ხალხი გამოხატავს თავის ნებას და ქართული ოცნების მიერ მითვისებული ხელისუფლება გადაიზრდება იმაში რომ ქართული ოპოზიცია კოალიციური მთავრობით წარმართავს შემდგომ განვითარებას ქართული ქვეყნის“, – განაცხადა დამენიამ.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე საერთაშორისო ზეწოლისა და შიდა პროტესტის შედეგად წავა.

„ერთი მეორის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს. ეს ერთადერთი გზაა, რადგან სხვა ენა ბიძინას ივანიშვილს არ ესმის, ერთადერთი ესმის საერთაშორისო ზეწოლა, ერთადერთი ესმის მასზე როგორც პირადად, ასევე სხვა იმ პირების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება. პირადი სანქციების მიღება არის ერთადერთი, რის მერეც ის იძულებული გახდება, რომ მიიღოს ქართველი ხალხის წინადადება, მესიჯი იმისა, რომ უნდა ჩატარდეს აუცილებლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა დამენიამ.

მან ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და გამოეხმაურა გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას.

„ქართული პროკურატურამ უკვე სასაცილო ატრიბუტად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში. ადამიანი, როცა არ გადაიხდის ეგრეთ წოდებულ გირაოს, უკანონო გირაოს იმ მთელი სცენების გამო, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ დაიდგა, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაც სასაცილო აბსურდული წინადადება, რომელიც სისულელეა და არც კი უნდა გაეჟღერებინა თავმოყვარე ქვეყნის რომელიმე ორგანიზაციას“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გარდაცვლილის დედა – პირდაპირ გულში ესროლეს
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – მიმდინარე კვირაში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა