კუბილიუსი: საქართველოში კრიზისის გადაჭრის ძიებაში მიშელის ლიდერობას მივესალმებით, ასეთივე ლიდერობა საჭიროა „ბელარუსის კრიზისის” მოსაგვარებლად

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოში შარლ მიშელის მსგავსი ლიდერობის განხოციელება საჭიროა ბელარუსთან მიმართებაშიც.

„მივესალმებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ლიდერობას საქართველოს პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისის გადაჭრის ძიებაში. ევროკავშირის მხრიდან საჭიროა ასეთივე ტიპის ლიდერობა, რათა მოიძებნოს ევროგაერთიანების აქტიური როლი „ბელარუსის კრიზისის“ მოსაგვარებლად“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: აბა რა შედეგს ელოდით დეგნანის ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან
შემდეგი სტატიაანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა