კუბილიუსი: მზად ვართ, განვიხილოთ მელიას გამოსაშვებად თავდებში ჩადგომის იდეა

“მოხარულები ვართ, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შეძლო, შეეთავაზებინა ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მმართველმმა და ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო, ხელი მოაწერა და უზრუნველყო პირველი ნაბიჯები კრიზისის დაძლევისა და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გახლავთ ბატონი ნიკა მელიას განთავისუფლება ციხიდან. სხვადასხვა მიზნებია მისაღწევი. პირველი ის, რაც შარლ მიშელმა შესთავაზა, არის გირაოს გადახდა ევროპული ფონდებიდან, მეორე, ამნისტიის შესახებ კანონი, (და მესამე), როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ არსებობს იდეა, რომ ზოგიერთი ევროპული პარლამენტის წევრი შეიძლება, თავდებში დაუდგეს, პერსონალური გარანტიები გასცეს ქართული სამართლის სისტემისთვის, რომ ნიკა მელია არ გაექცევა მართლმსაჯულებას და ამ სისტემის გადაწყვეტილებას. თუ ეს იქნება გამოსავალი კრიზისიდან, ჩვენ მზად ვართ, ასეთი წინადადება განვიხილოთ – ევროპულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, აღმოაჩენთ საქართველოს ბევრ მეგობარს, რომელსაც თავდებში დადგომის სურვილი ექნება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსმა “TV ფორმულას” ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი: საქართველოს გარეშე რთული იქნება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა
შემდეგი სტატიაქალთა მოძრაობა წულაიაზე: პარტიების მხარდამჭერი განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია