კრიმინალური სამყაროს მიდგომაა ჯერ დაგჩაგრავ, მერე გეტყვი მოდი დავილაპარაკოთ – ჯაფარიძე ღარიბაშვილზე

კრიმინალური სამყაროს მიდგომა – ასე აფასებს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებას დიალოგზე

ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, მე ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“, – ამბობს ჯაფარიძე.

მან განცხადება დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებს თავიანთი პოზიციები დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააცნეს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი არის და უნდა იყოს ყველაზე დაჩაგრულის დამცველი
შემდეგი სტატიამეუფე ვახტანგ ახვლედიანის შეფასებით, ქვეყანას დღეს მოძალადე მთავრობა ჰყავს, ივანიშვილ-ღარიბაშვილის სახით