კობახიძე: სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით რუსული თამაში გაითამაშა

კობახიძე მელია სააკაშვილი

“ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედი” ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ იჭრებოდა ნიკანორ მელია პარლამენტში, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა.

„იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს და ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თავად დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის რა თქმა უნდა, რუსული თამაში.

ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც არის შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა, ზუსტად ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, ის განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება“, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიპავილიონისი : მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან
შემდეგი სტატიაR2: არასრულწლოვნის თანდასწრებით ზანგურის სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადავიღეთ