“ყველა იმ კითხვაზე, რაც საქმეში გაჩნდება მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იქნება პასუხისმგებელი”

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და უფლებადამცველის მთავარ პროკურორთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ოჯახის ადვოკატმა, ლევან რამიშვილმა გააკეთა და შსს-ს მიერ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული მასალების გავრცელებაზე ისაუბრა. 

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა,საქმის მასალების ამგვარი ფორმით გავრცელება მთავარი პროკურორისთვის მიუღებელი იყო.

“მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ არ არის ეს მისაღები ფორმა, არ შეიძლება მარტო ერთი ვერსიით მუშაობა და ასეთი ფორმით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება. ჩემდა გასაკვირად და სასიხარულოდ, მისაღები იყო ჩემთვის, ეს განცხადება მთავარი პროკურორის მხრიდან.

​ხოლო დანარჩენი ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე თუ დადასტურდება ორგანიზებული მკვლელობა და დანაშაული, მათი პირობა იყო, რომ აბსოლუტურად დეტალურად იქნება გამოძიებული. ყველა იმ კითხვაზე, რაც საქმეში გაჩნდება და მათზე, რაც უკვე არსებობს, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იქნება პასუხისმგებელი”. – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი- თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით განახორციელა 
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მთავარ არხზე გასულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით