ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მე-10 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტოიოტას ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მოზარდი შუა ქვალონის მე-10 კლასის მოსწავლე ზ.გვარამიაა.იგი მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასელია.

შს სამინიატროში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელეს
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია მურთაზ ზოდელავას: მაგ თემაზე შენ მაინც გაჩუმდი