კელი: შეშფოთებული ვიყავი მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს

“მე ასევე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, ეკონომიკური პოლიტიტიკის კვლევითი ცენტრის და გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

“რა არის რუსეთის მიზანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის, უკრაინისთვის – მე ვფიქრობ, მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ იღებს (NATO-ს) წევრობის სამოქმედო გეგმას, არ ხდება NATO-ს და ევროკავშირის წევრი. მე ასევე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს. ვფიქრობ, თუ შეხედავთ, თუ ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით, რომ შავ ზღვაში არ აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი, ეს რუსეთია. მე შეშფოთებული ვიყავი, ეს პორტი, ვფიქრობ, გაზრდიდა NATO-ს შესაძლებლობას რომ კავშირი ჰქონდოდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან, მეტი გემების ეწვეოდნენ (სანაპიროს), ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა დასავლეთის კუთხეს სამხრეთ დერეფნის კასპიის ზღვის ენერგიისთვის. მე ვფიქრობ (ანაკლიის პორტის პროეტის შეჩერება) რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო”, – აცხადებს კელი.

banner
წინა სტატიაშიშსს-თან პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს აკავებს
შემდეგი სტატიარუხაძე: ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რომ გიორგი მუმლაძე 5 წლით არ მოხვდეს “ოცნების” საპყრობილეში