კანადელი დეპუტატი ონლაინ შეხვედრაზე შიშველი გამოჩნდა

კანადელმა დეპუტატმა ბოდიში გადაუხადა კოლეგებს იმის გამო, რომ პლატფორმა ზუმზე სრულიად შიშველი გამოჩნდა. უილიამ ამოსი, რომელიც კვებეკის ლიბერალურ პარტიას წარმოადგენს 2015 წლიდან, კადრში კვებეკისა და კანადის დროშებს შორის დგას, ხელში მობილური უჭირავს, რომლითაც სარცხვინელს იფარავს.
შეხვედრის სკრინშოთი კანადურმა საინფორმაციო სააგენტო The Canadian Press-მა გამოაქვეყნა.

სპეციალურ განცახდებაში, რომელიც დეპუტატმა გაავრცელა, “სამწუხარო შეცდომის” გამო ის გულწრფელ ბოდიშს უხდის კოლეგებს – “სკაი ნიუსი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდღეს გენო კალანდიას 82 წელი შეუსრულდებოდა
შემდეგი სტატიათუკი უკრაინას ნატოში არ მიიღებენ, ის იძულებული იქნება ბირთვულ სტატუსზე იფიქროს