ჯაფარიძე – იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საღი აზრი გაიმარჯვებს

იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს საკონსტიტუციო სასამართლოში, ოცა ხელს ვაწერდი დოკუმენტს, მედიატორებმა იცოდნენ, რომ ეს პროცესი დაძრული მქონდა, საჯაროდაც არაერთხელ განმიცხადებია, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა

მისი თქმით, პარლამენტის წევრი როდესაც მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ამის შემდეგ პროცედურა უნდა იყოს ავტომატური.

„ეს კენჭისყრა არის უბრალოდ ფორმალობა. რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ არის ის, რომ ეს კენჭისყრა ფორმალობის მაგივრად აქცია რაღაც პოლიტიკურ აქტად და გადაწყვიტა, რომ პარლამენტის უმრავლესობას შეუძლია, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვოს ვინმე საქართველოს პარლამენტში სამუშაოდ, რაც უბრალოდ სისულელეა, ადამიანს თუ არ უნდა მუშაობა არ იმუშავებს არსად. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, მიანიჭეს მანდატი და ის თავისი ნებით უარს ამბობს მანდატზე პარლამენტის უმრავლესობამ აქციოს მონად და დააბას პარლამენტში. როცა ხელს ვაწერდი დოკუმენტს, მედიატორებმა იცოდნენ, რომ ეს პროცესი დაძრული მქონდა, საჯაროდაც არაერთხელ განმიცხადებია, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანდი. მოლაპარაკების პროცესში ვინც იყო ჩართული, ყველამ იცოდა, რომ მე ამ საქმეს სერიოზულად ვუდგებოდი და ეს არ იყო ჩემი მხრიდან თამაში.

იმედი მაქვს, რომ ეს სასამართლო დამთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ როდესაც მე მივმართე საქართველოს პარლამენტს, პარლამენტს ავტომატურად უნდა გაეუქმებინა ჩემი მანდატი. თუ გაუქმდა ეს ნიშნავს, რომ ყველა ინდივიდუალური აქტი, რომელიც გამოსცა პარლამენტმა ინდივიდუალურად პარლამენტის წევრებთან მიმართებაში, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს მანდატის გაუქმებაზე, ყველა იყო არაკონსტიტუციური“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატს ასაღებდნენ როგორც “ფაიზერის” ვაქცინას
შემდეგი სტატიაბაიდენი სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს