ჯაფარიძე: “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს

ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში.

ყველამ იცის, რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული.

ყველამ იცის და ხმას არ იღებენ.

ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და “ისევ მიშა მოვა”-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ.

ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქვეულია უკვე, როგორც სჩანს.

ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე, ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს.

ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი.

ყველა ბერას მორჩილია.

ყველა ღარიბაშვილია.

ამიტომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს.

წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული ჩანაწერებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიადავალება ბერასგან და მუქარა მუსიკოსზე