ირაკლი ზარქუა – გირაოს გირაო არ არსებობს – მოვიგონეთ, რომ ოპოზიცია ჩიხში არ შევიდეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 3-წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ ადგილობრივ ოპოზიციას არ უთქვამს, რომ ეს პოლიტიკური დევნა იყო – ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ გაილაშქრო და ეს პასუხის გარეშე დარჩეს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

მისი თქმით, კანონის წინაშე მნიშვნელობა არა აქვს სტატუსს: – ხარ პოლიტიკოსი, დეპუტატი თუ ექს-პრეზიდენტი.

„ჩემი კოლეგებიდან არავის გახარებია იმუნიტეტის მოხსნა. პროკურატურა იმით არის დაკავებული, კიდევ რა მოიგონოს, რომ ეს ადამიანი (ნიკა მელია) გარეთ გამოუშვას: – გირაოს გირაო შეუფარდა, რა პრეცედენტიც არ არსებობს. ხომ ვიცით, არა – მოვიგონეთ! რაღაც მოიგონა პროკურატურამ იმისათვის, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს, გამოვიდეს და ილაპარაკოს. ეს არის მმართველი პარტიის არჩევანი, ხელწერა და მიდგომა – კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი არ განხორციელდება და ასეთ სცენარს არც მხარდაჭერა აქვს.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – საქართველოში ჩემმა ვიზიტმა თვალი ამიხილა