ირაკლი ქადაგიშვილი – ფაქტობრივად, ნიკა მელია თავისუფალია

ფაქტობრივად, ნიკა მელია თავისუფალია და მისი არჩევანია, რა მდგომარეობაში გააგრძელებს ყოფნას – საკანში თუ საკნის გარეთ, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე პროკურატურის პოზიცია მაქსიმალურად მოქნილია.

„ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რა უნდა რეალურად ოპოზიციას – კონტრუქციული ფორმატი, დიალოგი, პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება თუ კვლავ ის დესტრუქცია, რომლის მოწმეც დღეს დილას ყველანი გავხდით. ვფიქრობ, რეალობა მაინც ყველას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ და რეალურ საკითხებზე მოლაპარაკებისკენ უბიძგებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციის ქმედებები ემსახურება მტრული ქვეყნების ინტერესებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძიე მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება